0.1
ისტორია
შპს “ჯი დი სი სი” დაფუძნდა 2016 წელს და გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს სხვადასხვა სეგმენტში. მის პორტფელში წარმოდგენილნი არიან შემდეგი საერთაშორისო მწარმოებლები: ლორეალი, ჯონსონ & ჯონსონი, ფიკოსოტა, რეკიტ ბენკიზერი და ეს სი ჯონსონი . სათაო ოფისი განთავსებულია თბილისში, ხოლო რეგიონალური ოფისები მდებარეობს შემდეგ ქალაქებში: თელავი, გორი, ქუთაისი და ბათუმი. კომპანიაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დასაქმებულია 250-მდე პირი. ეს არის პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციის განვითარებასა და წარმატებას.